ტიმბეკორი – სიგარის, ვისკისა და Route 66-ის თემატიკით
Zuali-ის მიერ შექმნილი ეს უნიკალური ტიმბეკორი დამზადებულია შეკვეთით, ნატურალური ხის მორის ნაჭერზე და წარმოადგენს სრულად ინდივიდუალურ ნამუშევარს. დიზაინი შთაგონებულია სიგარის, ვისკის, მოტოციკლებისა და კლასიკური ამერიკული საგზაო კულტურის სიყვარულით
კომპოზიციაში გამოყენებულია სიგარა, მინიატურული Jameson-ის ბოთლი, Route 66-ის თემატიკის ზიპო, სიგარის საჭრელი და სხვა სპეციალურად შერჩეული დეტალები.
ტიმბეკორი საბოლოოდ არის კედელზე დასაკიდი ფუნქციური დეკორაცია, კერძოდ ბოთლის გასახსნელი.
ნამუშევრის მარცხენა ზედა ნაწილში თავდაპირველად განთავსებული იყო შემკვეთის მიერ მოწოდებული ლოგო და ტექსტი, რომლებიც ფოტოებიდან ამოღებულია კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.
თითოეული ტიმბეკორი მზადდება ხელით და გარდა ზუალის დიზაინერების გემოვნებისა, ასევე იქმნება კონკრეტული დამკვეთების ინტერესების, ჰობისა და იდეების მიხედვით. ნატურალური ხის უნიკალური ფორმისა და ტექსტურის გამო ორი იდენტური ნამუშევარი არ არსებობს.
იდეალური საჩუქარია
- სიგარის მოყვარულებისთვის
- ვისკის მოყვარულებისთვის
- მოტოციკლების ენთუზიასტებისთვის
- Route 66-ის თემატიკის კოლექციონერებისთვის
- კაბინეტის, ბარისა და დასასვენებელი სივრცის დეკორისთვის
- განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი და პერსონალიზებული საჩუქარი
ინდივიდუალური დიზაინი
ზუალი ქმნის ტიმბეკორებს ნებისმიერი თემატიკით. შესაძლებელია ლოგოს, სახელის, პროფესიის, ჰობის, ბიზნესის ან თქვენთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოებისა და წარწერის დამატება, რათა მიიღოთ სრულიად უნიკალური, სახასიათო და ყველაფრისგან გამორჩეული ხელნაკეთი ნამუშევარი.
ინდივიდუალური შეკვეთის გასაკეთებლად გაეცანით ინსტრუქციას.
ასევე დაათვალიერეთ სხვა ტიმბეკორები.







